Posts

უილიამ შექსპირის „ქარიშხლის“ ზოგადი მიმოხილვა

Image
უილიამ შექსპირი თავისი მოღვაწეობის ე.წ. მესამე პერიოდში (1608–1612) ქმნის „პერიკლეს“, „ციმბელინს“, „ზამთრის ზღაპარსა“ და „ქარიშხალს“. ნიკო ყიასაშვილთან ვკითხულობთ, რომ „ციმბელინში“, „ზამთრის ზღაპარსა“ თუ „ქარიშხალში“ გამოვლენილი ერთგვარი იდეური კომპრომისის კომპენსაციას თეატრი მათი პომპეზური დადგმებით ახდენდა“. კრიტიკოსები ბევრს საუბრობენ იმის თაობაზე, რომ „ქარიშხალს“ არავითარი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ღირებულება არ გააჩნია. პიესა ერთი გადაკითხვით მართლაც რომ უმნიშვნელო და ღრმა აზრს მოკლებული ეჩვენება მკითხველს, თუმცა , თუ ამ ნაწარმოებს საფუძვლიანად შევისწავლით, წინა პლანზე წამოწეულ რამდენიმე წამყვან პრობლემას ნათლად დავინახავთ. მაგალითად, მიმტევებლობის, პატიების თემას, ასევე ერთადერთი კანონიერი ქალი მემკვიდრის თემას, რომელიც ზემოთ დასახელებულ სხვა პიესებშიც გვხვდება. ჩემი სასემინარო ნაშრომი „ქარიშხლის“ ზოგად მიმოხილვას წარმოადგენს. ამ უკანასკნელში ვცდილობ, გავაერთიანო პიესასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი. კერძოდ, მიმოვიხილავ ნაწარმოების შექმნისას გამოყენებულ შესაძლო ლ

აღზრდა-განათლება ძველ საბერძნეთში

განათლება მუდმივად განახლებადი პროცესია - ყველა თაობას თავისი სურვილები , მოთხოვნები და მიზნები აქვს , თუმცა ფაქტია , განათლების ფუნდამენტი დღემდე უცვლელია და იგი სათავეს საუკუნეების წინ იღებს . ექსპერტებს მიაჩნიათ , რომ 21- ე საუკუნის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მხოლოდ ცალკეული ელემენტები კი არ თანხვდება ანტიკურს , არამედ მთელი სისტემა ანტიკურის მსგავსია . აღზრდის კონცეფცია ძველ საბერძნეთში გულისხმობდა ფიზიკურად და სულიერად სრულყოფილი ადამიანის ( ჰარმონიული ადამიანის ) აღზრდას . განვიხილოთ აღზრდის სისტემები სპარტასა და ათენში . ძვ . წ . მე - 9 საუკუნეში პელოპონესის ცენტრში გაძლიერდა ლაკონიის პატარა სახელმწიფო , რომელმაც დაიმორჩილა მეზობელი ოლქები და მონათმფლობელური წყობის თავისებური სისტემა შექმნა . ლაკონიას ხშირად მისი დედაქალაქის , სპარტის სახელითაც მოიხსენიებენ . სპარტაში მონათა რიცხვი 20- ჯერ და მეტად აღემატებოდა მონათმფლობელთა რიცხვს , რაც აიძულებდა გაბატონებულ სპარტანელებს მუდამ მზა