აღზრდა-განათლება ძველ საბერძნეთში


განათლება მუდმივად განახლებადი პროცესია - ყველა თაობას თავისი სურვილები, მოთხოვნები და მიზნები აქვს, თუმცა ფაქტია, განათლების ფუნდამენტი დღემდე უცვლელია და იგი სათავეს საუკუნეების წინ იღებს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ 21- საუკუნის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მხოლოდ ცალკეული ელემენტები კი არ თანხვდება ანტიკურს, არამედ მთელი სისტემა ანტიკურის მსგავსია.

აღზრდის კონცეფცია ძველ საბერძნეთში გულისხმობდა ფიზიკურად და სულიერად სრულყოფილი ადამიანის (ჰარმონიული ადამიანის) აღზრდას. განვიხილოთ აღზრდის სისტემები სპარტასა და ათენში. ძვ. . მე-9 საუკუნეში პელოპონესის ცენტრში გაძლიერდა ლაკონიის პატარა სახელმწიფო, რომელმაც დაიმორჩილა მეზობელი ოლქები და მონათმფლობელური წყობის თავისებური სისტემა შექმნა. ლაკონიას ხშირად მისი დედაქალაქის, სპარტის სახელითაც მოიხსენიებენ. სპარტაში მონათა რიცხვი 20-ჯერ და მეტად აღემატებოდა მონათმფლობელთა რიცხვს, რაც აიძულებდა გაბატონებულ სპარტანელებს მუდამ მზად ყოფილიყვნენ როგორც მეზობელ ტომებთან, ისე აჯანებულ მონებთან საბრძოლველად. სპარტის ასეთმა პირობებმა განსაზღვრა ახალგაზრდობის აღზრდის სპეციფიკური სისტემა.

სპარტას საზოგადოება სამი ნაწილისგან შედგებოდა:
სპარტიატებისრულუფლებიანი მოქალაქეები;
პერიეკებივაჭარ-ხელოსნები;
ჰილოტებიმიწის მუშები.

ამათგან სრულუფლებიანი მოქალაქეები მხოლოდ პირველნი იყვნენ. ყველა სპარტელი შედიოდათანასწორთა თემში“. ისინი სამხედრო საქმის გარდა არაფერს აკეთებდნენ. ცხოვრებისთვის ყველაზე საჭირო საქმეს აკეთებდნენ ჰილოტები, რომლებიც სრულებით უუფლებონი იყვნენ და სპარტელთა საკუთრებად ითვლებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომჰილოტებიმონებად ითვლებოდნენ, თანამედროვე ადამიანის გაგებით ისინი სულაც არ წარმოადგენდნენ მონებს, არსებული მოვალეობებისა და უფლებების გათვალისწინებით. ჰილოტებს ჰქონდათ უფლება მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტაში. ასევე უნდა მოვიხსენიოთჰიპომეინები“, რომელშიც შედიოდნენ სპარტის მოქალაქეთა ფიზიკურად და გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვები. ისინი არასრულუფლებიან მოქალაქეებად ითვლებოდნენ. ამის გათვალისწინებით არსებული თეორია იმის შესახებ, რომ არასრულფასოვან ბავშვებს ხოცავდნენ ეჭვის ქვეშ დგება. რამდენადაც აგოგე წარმოადგენდა საკმაოდ მკაცრ აღმზრდელობით სისტემას, არ არის გამორიცხული, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბავშვებში საკმაოდ მაღალი იყო. სწორედ აქედან შეიძლება მომდინარეობდეს აზრი იმის თაობაზე, რომ სუსტ ბავშვებს თავიდანვე იშორებდნენ.

მათზე ბევრად მრავალრიცხოვანი ჰილოტების დასამორჩილებლად სპარტელებმა შემოიღესსპარტანული ცხოვრების წესი“. ისინი მთელ დროს ატარებდნენფიდიტუსში”-სამხედრო ბანაკში, სადაც ვარჯიშობდნენ, იწვრთნებოდნენ და შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ. მათი მთავარი ვალდებულება ჰილოტების დამორჩილება იყო. ჰილოტები ხშირად უჯანყდებოდნენ მოძალადეებს. სპარტელები კი ხოცავდნენ ყველაზე ძლიერ ჰილოტებს.

ჰილოტების გარდა სპარტელთა ძალაუფლებას ემორჩილებოდნენ პერიეკები, თავისუფალნი, მაგრამ პოლიტიკურ უფლებას მოკლებულნი. ესენი იყვნენ ხელონები და ვაჭრები. თვითონ სპარტელები სამეურნეო ცხოვრებაში არ მონაწილეობდნენ. მათი ცხოვრება საომარი ყაიდისა იყო. სპარტის ცხოვრების ორგანიზაცია მიეწერებოდა ლეგენდარულ კანონმდებელსა და სპარტის სახელმწიფოს დამაარსებელსლიკურგეს.
პლატონისა და არისტოტელეს შეფასებით სპარტანული აღზრდის ძირითადი დანიშნულება იყო მეომართა მომზადება, მთელი აღზრდის სისტემა სამხედრო მიზნებს ემსახურებოდა. ბავშვის აღზრდა მისი გაჩენის დღიდან სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა და ის სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად უნდა წარმართულიყო.
ჩვილი ბავშვები გულდასმით ისინჯებოდნენ სპეციალურ დაწესებულებებში (ლესხი) ჯანმრთელი ბავშვები მშობლებს უბრუნდებოდნენ აღსაზრდელად. ავადმყოფ ბავშვებს, პლუტარქეს ცნობით, ტაიმეტის უფსკრულში ყრიდნენ. სხვა ცნობებით, ავადმყოფი ბავშვები თემისაგან განცალკევებით იზრდებოდნენ.

7 წლამდე ბავშვები რჩებოდნენ შინ. პლუტარქეს ცნობით, საოჯახო აღზრდაში მთავრი იყო სწორი ფიზიკური განვითარება. ბავშვებს აჩვევდნენ ნორმალურ კვებას, ვარჯიშს, მარტივ საოჯახო შრომაში მონაწილეობას. მათ თავიდანვე ზრდიდნენ უშიშრებად, უკრძალავდნენ ტირილს.

7 წლის ასაკის ბავშვებს ათავსებდნენ სპეციალურ საერთო საცხოვრებელში. ვაჟების აღზრდა ხდებოდა ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად: 7-15 წლამდე, 15-20 და 20-30-მდე. ასაკობრივი დიდი რაზმები იყოფოდნენ ჯგუფებად („აგელა“ - ჯოგი). თითოეულ მათგანს ჰყავდა მთავარი აღმზრდელი - პედონომი, თავისი 5 თანაშემწით.

პედონომებს სპეციალურად კეთილშობილ ვაჟკაცთა წრიდან ირჩევდნენ. პედონომები აგელების სათავეში აყენებდნენ ყველაზე გონიერ და მამაც ირენებს. მათ სპარტელებში ეძახდნენ ბავშვობის ასაკიდან უკვე 2 წლის წინ გამოსულთ. ყველაზე უფროს ბავშვებს კი მელირენებად მოიხსენიებდნენ. 20 წლის ასაკს მიღწეული ირენი ბრძოლებში რაზმს მეთაურობდა, ხოლო მშვიდობიანობის დროს კი რაზმის წევრებს მსახურებად იყენებდა და საერთო სადილის მომზადებას განაგებდა. მოზრდილებს იგი შეშის მოზიდვას ავალებდა, უმცროსებს კი მწვანილზე აგზავნიდა. ყველაფერი, რაც კი მათ მოჰქონდათ, ნაქურდალი იყო: ცდილობდნენ ქურდობის დროს მოხერხება და სიფრთხილე გამოეჩინათ. ვისაც ქურდობაში დაიჭერდნენ, იმას უმოწყალოდ გაშოლტავდნენ. ბავშვები იპარავდნენ ყოველგვარ საჭმელს. ეჩვეოდნენ მოხერხებულად დასხმოდნენ თავს მძინარეთ და საერთოდ ყველას, ვინც კარგად ვერ პატრონობდა თავის საქონელს.

Comments

Popular posts from this blog

უილიამ შექსპირის „ქარიშხლის“ ზოგადი მიმოხილვა

ლუარსაბ ბოცვაძის პედაგოგიური შეხედულებები