ლუარსაბ ბოცვაძის პედაგოგიური შეხედულებები

ლუარსაბ ბოცვაძის პედაგოგიურ შეხედულებები შემდეგნაირად გამოიყურება:             ლუარსაბ ბოცვაძე ბავშვთა და მოზარდთა  ყოველმხრივი განვითარების იდეის მომხრე იყო. ნაცვლად მოზარდთა ცალმხრივი განვითარებისა, რაც ძველი სკოლის ერთ–ერთ უმთავრეს ნაკლს წარმოადგენდა, ბოცვაძე მოსწავლეთა ყოველმხრივი აღზრდის ამოცანას აყენებდა. მას საჭიროდ მიაჩნდა არა მარტო განათლებული თაობის მომზადება, არამედ, ამასთან ერთად, ფიზიკურად ძლიერი, მორალურად  გამართული, შრომისმოყვარე, ესთეტიურად განვითარებული ახალგაზრდობის აღზრდა. ლუარსაბ ბოცვაძის გაგებით, აღზრდის არსი ადამიანის ერთი რომელიმე (გონებრივი, ფიზიკური ან ზნეობრივი) მხარის წინ წამოწევა კი არ იყო, არამედ მისი ძალებისა და  შესაძლებლობების ჰარმონიული განვითარება.                                                                                             ლუარსაბ ბოცვაძე პიროვნების განვითარების პროცესში  მნიშვნელოვან როლს აკუთვნებდა როგორც გარემოს, ისე მემკვიდრეობას. იგი იბრძოდა ბავშვის აღზრდის პროცესში, როგორც „მემკვიდრეობითი მონაცემების“ უგულებელყოფის„ბიოგენეტური თეორიის“ გაბატონების წინააღმდეგ. ლუარსაბი ფიქრობდა, რომ სოციალურ გარემოს შეეძლო ეფექტური როლი შეესრულებინა მოზარდი თაობის აღზრდაში. „მემკვიდრეო ბით მონაცემებს“ გარკვეული ადგილი უჭირავს პიროვნების განვითარებაში, მაგრამ მათი გაფართოება გარემოსა და აღზრდის  ზემოქმედებასაშუალებით ხდება. აღზრდისა და მოწესრიგებული გარემოს გავლენით შესაძლებელია ზოგიერთი „მემკვიდრეობითი მონაცემის“ მიზნობრივად შეცვლაგარდაქმნა. ამგვარად, ბოცვაძის აზრით,  სოციალური გარემოს მოწესრიგებას, ბავშვის მემკვიდრეობით თანდაყოლილ თვისებათა გამორკვევაგათვალისწინებას და აღმზრდელობითი ზეგავლენის  მიზნობრივად წარმართვას ცენტრალური ადგილი უჭირავს პიროვნების სოციალური ფორმირების პროცესში.           ლ.ბოცვაძის აზრით, ახალი სკოლის სწავლების სისტემა დაფუძნებული უნდა იყოს აღზრდის რაციონალური პრინციპების გამოყენებაზე.  მის მთავარ ამოცანას  უნდა წარმოადგენდეს„თავისი ხალხისათვის ერთგული, სამშობლოსათვის თავდადებული, სიმართლისა და სიკეთისათვის თავგანწირული, შრომისმოყვარე, თავისუფლებისა და საზოგადოებრივი პროგრესისათვის მებრძოლი, ჰარმონიულად განვითარებული ახალი თაობის აღზრდა“.                                                                ბოცვაძე ბავშვის თვისებათა ფორმირებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს  აქტივობას და თვითმოქმედებას. მისი  აზრით, ბავშვის უმთავრესი თვისება მოძრაობითი მოქმედების სიჭარბეა, რომელიც გონების გავარჯიშების, სხეულის გამოწრთობისა და გარესამყაროს  მოვლენების ობიექტური შემეცნებისაკენ უნდა იქნას მიმართული. ფიზიკური აღზრდა ყოველმხრივი განვითარების ერთერთი მთავარი ელემენტია. ზნეობრივი  და სულიერი სიმტკიცე  ნაწილობრივ ფიზიკური გაწვრთნილობისა და სიძლიერის ზედნაშენია.ლუარსაბ ბოცვაძეს მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდისათვის  საჭიროდ მიაჩნდა  ძალის შესაბამისი ფიზიკური ვარჯიში, სხეულის ჰიგიენა, რეჟიმული კვება, საბავშვო კულტურული თამაშობების გამოყენება. ბოცვაძე მიიჩნევდა, რომ ჰარმონიულად აღზრდილი ადამიანის ცნებაში, ფიზიკურ, გონებრივ , მორალურ და ესთეტიკურ თვისებებთან ერთად, იგულისხმება  პიროვნების შემოქმედებითი აქტივობის, ინიციატივის, დაკვირვების, ნიჭის, შრომის, დამოუკიდებლობის, ინდივიდუალურ თვისებათა და ნებელობითი ძალების პოტენციურ შესაძლებლობათა მაქსიმალურად განვითარება. თვითშმოქმედება და აქტივობა ბავშვის მახასიათებელია, რომლის სრულყოფა და განვითარება  სკოლაში სწავლების სწორ ორგანიზაციასა და მასწავლებლის პედაგოგიურ სიმარჯვეზეა დამოკიდებული.                                                                 აღნიშნული პრინციპის არსი და მნიშვნელობა გაშუქებულია ბოცვაძის  ნაშრომში: „ახალი მიმართულება პედაგოგიკაში“. მისი აზრით, ბავშვის, მომავალი მოქალაქის აღზრდა დაფუძნებული უნდა იყოს შემდეგ პრინციპზე „აღზარდე ადამიანი მისი ბუნების მიხედვით“.  ქართველი პედაგოგის აზრით, საჭიროა ბავშვის ბუნების, მისი ფსიქიკური სამყაროს  შესწავლაგამორკვევა და მისი გათვალისწინება სწავლების პროცესში. ბოცვაძე მიიჩნევდა, რომ ახალ სკოლაში მოსწავლეები უნდა სწავლობდნენ  არა „გაქვავებული და სინამდვილისაგან განყენებული“ პროგრამებით, არამედ ცოცხალი, ცხოვრებისეული გეგმებით.  იგი ეწინააღმდეგებოდა რა ახალ სკოლაში ძველი დოგმატური წიგნების გამოყენებას, მოითხოვდა  ახალი ტიპის სახელმძღვანელოების შემოღებას, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს საგნის არსებითი საკითხების, ძირითადი ცნებების სრულ, მარტივ, მეცნიერულად ზუსტ და თანმიმდევრულად გადმოცემას; ითვალისწინებდეს მოსწავლეთა ასაკობრივ განვითარებას, მათ გონებრივ მომზადებას და საერთო განვითარების დონეს. სახელმძღვანელოს ტექსტი სხვა საკითხავი წიგნებისგან უნდა განსხვავდებოდეს შინაარსის მისაწვდომობით, რომლის შესწავლის გაადვილებას ხელს შუწყობს ბავშვებისთვის შერჩეული სავარჯიშო მაგალითები, თვალსაჩინო მასალები და სურათები.  ახალი ტიპის საშუალო სკოლაში გეგმით უნდა ისწავლებოდეს მშობლიური ენა,  არითმეტიკა, ალგებრა, გეომეტრია, ტრიგონომეტრია, ბუნებისმეტყველება, გეოგრაფია, რუსეთისა  და მსოფლიოს ისტორია, რუსული ენა და ლიტერატურა, ახალი ენები, ხატვა, პოლიტიკური ეკონომია და კანონთმცოდნეობა.                     აღზრდის მთავარ საშუალებად ბოცვაძეს მიაჩნდა შრომა; შრომითი აღზრდის მიზანი, მისი აზრით, პროფესიული მომზადება კი არ იყო, არამედ აღსაზდრელის შრომითი ჩვევების, შრომის უნარის გამომუშავება. ბოცვაძე ახალი სკოლის მთავარ ამოცანად მიიჩნევდა მოსწავლეთა მომზადებას ცხოვრებისათვის, მოზარდ თაობაში შრომისმოყვარეობის აღზრდასშრომითი ჩვევების დანერგვას, გონებრივი და ფიზიკური შრომის სიყვარულის გამომუშავებას. მისი აზრით, ასაკის შესაბამისი შრომითი საქმიანობა, შრომასთან სწავლების გეგმაზომიერი დაკავშირება მოსწავლის ყოველმხრივი განვითარების ერთ–ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს.        პროფესიული განათლების წინაპირობად მიაჩნდა მოსწავლეთა მიერ ფართო ზოგადი განათლების მიღება. იგი სახალხო სკოლებში „ვიწრო საქმოსნობით“ გატაცების ყოველგვარ ცდას ანტიპედაგოგიურ მოვლენად სახავდა, რამეთუ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლამ ბავშვი  ამა თუ იმ დარგში  სპეციალისტად კი არ უნდა აქციოს, არამედ პედაგოგიკამ ადამიანში უნდა  გადაშალოს ყველა შესაძლებლობა, რომელიც ბუნებას ჩაუდია.                                                                                                                             ლუარსაბ ბოცვაძის პედაგოგიური შეხედულებების საფუძველია საყოველთაო, სავალდებულო და უფასო სწავლება ყველა ბავშვისათვის, ქალისა და ვაჟის თანასწორი განათლება. სწავლება რეალური ცხოვრების მოთხოვნილებათა გათვალისწინებით. მშობლიური ენის მთავარი ადგილი სწავლებაში, პატრიოტიზმისა და შრომისმოყვარეობის აღზრდა. უცხო ენების შესწავლა ევროპული კულტურის დაუფლებისათვის. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გონებრივსა და მორალურ აღზრდას. აღზრდის მთავარ საშუალებად მიაჩნდა შრომა, რომლის მიზანიც შრომითი ჩვევების, შრომის უნარის გამომუშავებაა. აღზრდის ჰუმანური მეთოდების მომხრე, განათლებისა და სწავლების თეორიაში ი.გოგებაშვილის მიმდევარი იყო. მოზარდი თაობის აღზრდის საქმეში ბოცვაძე წამყვან როლს ანიჭებდა სკოლას. მან გააკრიტიკა მაშინდელი სკოლა, წამოაყენა ახალი სკოლის პრინციპები: სკოლის კავშირი ცხოვრებასთან, სწავლების საერო ხასიათი, სკოლისა და ოჯახის კავშირი აღზრდის საქმეში, მასწავლებლის წამყვანი როლი აღზრდისა და სწავლების პროცესში, მასწავლებლის მუშაობის ჰუმანური მეთოდები. ლ.ბოცვაძის აზრით მასწავლებელის აუცილებელი მახასიათებლებია:მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების, მათი ფსიქიკური სამყაროს გათვალისწინება; მოსწავლეთა მიმართ დიფერენციალური მიდგომა; „ენციკლოპედიური განათლება“+ ცოდნის გადაცემის ცოდნა; ღრმა მეცნიერეული ცოდნა;მაღალი კულტურაფართო განათლება; მაღალი ზნეობა; მუდმივ თვითგანვითარებაზე ზრუნვა; ურყევი ნებისყოფა; მოვალეობის შეგნება; საქმისადმი ერთგულება და სიყვარული.                                                                                                                                                              x
x

Comments

  1. Best Free Spins Casino Site in the UK for 2021
    The UK's #1 online casino offers top-notch slots, video slots, video poker, live dealer and bingo games. Find out the best sites, luckyclub payouts & games

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

უილიამ შექსპირის „ქარიშხლის“ ზოგადი მიმოხილვა

აღზრდა-განათლება ძველ საბერძნეთში